ახალი ამბების სააგენტო “თაიმერის” საგანგებო განცხადება

ტიმახალი ამბების სააგენტო “თაიმერი” გმობს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო თუ აუდიო მასალის გავრცელებას. სააგენტოსთვის მიუღებელია მსგავსი მეთოდების გამოყენება ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ და მივიჩნევთ, რომ საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან, რომელიც დროულად და ეფექტურად უნდა იქნას გამოძიებული. აღნიშნული ვიდეოს გავრცელება არის მიმართული არამხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ არამედ ყველა მოქალაქის პირადი ინფორმაციის დაცვის წინააღმდეგ.

ახალი ამბების სააგენტო “თაიმერი” მოუწოდებს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, სამართალდამცავ უწყებებს დროულად მოახდინონ რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე და დამნაშავე შესაბამისად იქნას დასჯილი. რედაქცია ასევე მოუწოდებს ყველა თანამოქალაქეს თავი შეიკავონ ამ ვიდეოს გავრცელებისგან. დავიცვათ ერთმანეთი!

banner
წინა სტატიაში“უნივერსიტეტში საარჩევნო პროცესის გამჭირვალობისთვის სრული მზადყოფნაა”- ლადო პაპავა პრემიერს მიმართავს
შემდეგი სტატიაyoutube.com-მა უკანონოდ ატვირთული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა დაბლოკა