აგარაში დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

აგარაში, ქმრის მიერ დაჭრილი ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 50-წლამდე ასაკის ქალი ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს. მკვლელობის ადგილზე სამართალდამცველებმა ცოლის დაჭრისა და მეზობელი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული, მიიყვანეს.

ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება. შემთხვევა ქარელის რაიონის დაბა აგარაში გვიან ღამით მოხდა. კაცმა მეუღლე დაჭრა, თანასოფლელი მამაკაცი კი მოკლა.ორივე მათგანს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. დანაშაულის სავარაუდო მოტივი ეჭვიანობაა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : გიორგი მარგველაშვილს ყოველთვის აკლია გამბედაობა, როცა საქმე ივანიშვილს ეხება
შემდეგი სტატიაზელენსკის პარტიის საარჩევნო სიის მე-4 ნომერი ქართველია