ადვოკატი სააკაშვილის გადაყვანაზე: არავითარი ადამიანის უფლებებზე ზრუნვით მთავრობას ეს გადაწყვეტილება არ მიუღია

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება ადამიანის უფლებებზე ზრუნვის გამო არ მიუღია – თუთბერიძის თქმით, ეს ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა.

“არავითარი ადამიანის უფლებებზე ზრუნვით მთავრობას ეს გადაწყვეტილება არ მიუღია თუ მთავრობის მიზანი იყო ადამიანის უფლებებზე ზრუნვა, მას ეს შეეძლო გაეკეთებინა საერთოდ სტრასბურგის მიმართვის გარეშე. რეალურად სტრასბურგმა მეორე გადაწყვეტილებით, მეორე წერილით, თავის გადაწყვეტილება კი არ შეცვალა, დაადასტურა მისი შინაარსი. სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, გაუხაზა ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ უტიფარი ტყუილის თქმას, რა ევალებოდა სახელმწიფოს და პირდაპირ დაავალა, გაითვალისწინეთ სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა. ამის მიხედვით უზრუნველყავით სააკაშვილის ჯანმრთელობაო”.- ამბობს სააკაშვილის ადვოკატი.

banner
წინა სტატიაშიწელს საქართველო ​„ოსკარზე” ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონს“ წარადგენს
შემდეგი სტატიაგოცირიძე – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების უამრავი გზა არსებობს, ოღონდ მოინდომოს ხელისუფლებამ