96 5-ის წინააღმდეგ – ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის პოსტზე აირჩიეს

96 ხუთის წინააღმდეგ – ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის პოსტზე აირჩიეს. პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას კენჭი უყარა. კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის აპარატს ხუთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

პარლამენტში ომბუდსმენის თანამდებობაზე “პატრიოტთა ალიანსის” მიერ წარდგენილ კანდიდატსაც უყარეს კენჭი. კენჭისყრის შედეგად გიორგი ფოფხაძის კანდიდატურას მხარი 20-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 27 წინააღმდეგ იყო.

პარლამენტის დადგენილება 8 დეკემბრიდან ამოქმედდება, როდესაც უჩა ნანუაშვილს ომბუდსმენის უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად ამოეწურება.

banner
წინა სტატიაში,,მოქალაქე, რომელიც წყნარად უყურებს ქალთა მიმართ ძალადობას და არ რეაგირებს, გარკვეულწილად ამ ძალადობის თანამონაწილეა”
შემდეგი სტატიასაახალწლო ილუმინაციების დამონტაჟების გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტება