“8 ოქტომბრის შემდეგ „ნაცმოძრაობა“ აღარ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში და ეს იქნება ქართული დემოკრატიის გამარჯვება”

„ნაციონალური მოძრაობა“ აბსოლუტურად არაადეკვატურ განცხადებებს, აჭრილები არიან და მათი ეს პოზიცია გასაგებია. ასეთი კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გიგა ბოკერიას დღევანდელ განცხადებებზე.

„ისინი არიან მძიმე მდგომარეობაში, აგებენ არჩევნებს, ვერ აწყობენ რევოლუციას და არ იციან, რა გააკეთონ. ბოკერიას და სხვების განცხადებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორი შედეგებით დასრულდება ეს არჩევნები, გამომდინარე იქიდან, რომ ვატარებთ ჩვენს კვლევებს, გვაქვ ანალიზი. ეს ანალიზი მეტყველებს ზუსტად იმაზე, რომ ჩვენ არა მარტო გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, არამედ მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას“,-აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობა“ მაქსიმუმ ძალიან სუსტად იქნება წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში“.

„სწორედ ამის გამო წუხან. მათ არ აქვთ არანაირი რესურსი, რომ რაიმე სოლიდური ფორმით იყვნენ წარმოდგენილი ახალ პარლამენტში, ისინი 2016 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ აღარ იქნებიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში ეს იქნება ქართული დემოკრატიის გამარჯვება“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“მნიშვნელოვანია,ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, რათა თავიდან ავირიდოთ ყოველგვარი ექსცესი”
შემდეგი სტატიასილამაზის დედოფალმა ტრამპი დამცირებაში დაადანაშაულა