7 წლის ბავშვის წამების საქმეზე, საქალაქო სასამართლომ მშობელს ბავშვი ჩამოაშორა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე დაკავებულ დედასა და მის მეუღლეს ბავშვი 6 თვით ჩამოაშორა.

7 წლის ბავშვი სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ, ერთ-ერთ დაწესებულებაში გადავა.

პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის, დედისა და მამინაცვლისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყება პროცესი, სადაც აღკვეთის ღონისძიების თაობაზე იმსჯელებენ.

 

banner
წინა სტატიაშიაჭარის მთავრობის წარმომადგენლები ბობოყვათის მოსახლეობას შეხვდნენ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია ბრიუსელში მაცეი პოპოვსკის შეხვდა