თავდაცვის მინისტრმა იური ვაზაგაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ იური ვაზაგაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. როგორც “თაიმერს” საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინდია ჯანელიძე ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის საზოგადოებრივ დარბაზში იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

მინდია ჯანელიძემ მოადგილეებთან – ლევან ღირსიაშვილთან და კახა ოქროჯანაშვილთან ერთად, იური ვაზაგაშვილის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზები რუსული პასპორტებით ხელფასებისა და პენსიის გაცემას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიალევან ხარჩილავას ოჯახი ექიმ ოთარ მარშავას შვილის სიკვდილიში ადანაშაულებს. ექიმის გულგრილობა ტრაგედიით დასრულდა.