“ვითარება მძიმეა საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის”

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ სპეციალურ ბრიფინგს გამოეხმაურა.

ბოკერიას თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ბრიფინგში აღწერილი ვითარება ძალიან მძიმეა საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის და რომ ევროპული საქართველოს პოზიციაში ბოიკოტთან და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით არაფერი იცვლება.

“ჩვენი პოზიცია არის მყარი და არაფერი არ შეიცვლება არც ბოიკოტთან და არც ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ძალიან საყურადღებო იყო ის გზავნილი, რაც ჰქონდა ვიზიტისას მდივან პომპეოს და რა თემაც იყო მისთვის წუხილის საგანი. რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ბრიფინგს, იქაც აღწერილი ვითარება არჩევნებთან დაკავშირებით ძალიან მძიმეა საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის, ის უნდა შეიცვალოს.” – თქვა გიგა ბოკერიამ

ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ აშშ არ მიუთითებს არც ოპოზიციას და არც მთავრობას, თუ ტაქტიკურად რომელი გზა უფრო სწორია, არამედ ამ გადაწყვეტილებას ადგილზე იღებს საზოგადოება და ოპოზიცია.

“რაც შეეხება ტაქტიკურად რა გზა მიაჩნია ჩვენი მეგობარი ქვეყნის სახელმწიფო
დეპარტამენტის წარმომადგენლის რომელიმე სპიკერს სწორად, ამ გადაწყვეტილებას
ადგილზე იღებს ქართული საზოგადოება და ოპოზიცია, ეს ასე არის და შეერთებული
შტატები იმით განსხვავდება სწორედ და თავისუფალი სამყაროს ლიდერი სწორედ
იმიტომ არის, რომ ასე არ დგას საკითხი, რომ მიუთითონ რომელი გზა უფრო სწორია და
ამაზე რაიმე მითითება ან ინსტრუქცია მისცენ ვინმეს, ან მთავრობას ან ოპოზიციას.” – თქვა გიგა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარადჭერით Fuckup Nights ბრუნდება!
შემდეგი სტატიაPfizer/BioNTech: საბოლოო შედეგით, COVID-19-ის ვაქცინა 95%-ით ეფექტურია