მელაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით, ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მელაშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდება.

ადვოკატის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში მოითხოვენ დადგინდეს ივერი მელაშვილის თავისუფლების უფლების დარღვევა და სამართლებრივი სასამართლოს უფლების საკითხები.

“ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მისამართ საჩივარზე და ძალიან მალე ამ საჩივრით წარვსდგებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. დავასაბუთებთ და მოვითხოვთ, რომ დადგინდეს ბატონი ივერი მელაშვილის მიმართ, მე-5 (ეს არის თავისუფლების უფლების დარღვევა) და მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება) მუხლების დარღვევის საკითხები. არავის არ აინტერესებს ის სამართლებრივი საფუძველი, მათ შორის არც სასამართლოს, რაც განჩინებებში ნათლად ჩანს. უბრლაოდ მათ უნდათ, რომ ეს ადამიანები იყვნენ პატიმრობაში და სხვა არაფერი”, – განაცხადა მარიკაშვილმა.

მისივე განცხადებით, ივერი მელაშვილის პატიმრობაში დატოვება უსამართლოა, რადგან პირველი და მეორე ინსტანციის განჩინება დაუსაბუთებელი იყო.

“დაუშვებლად იქნა ცნობილი ჩვენი საჩივარი და ბატონი ივერი მელაშვილი დარჩა პატიმრობაში. გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძემ. რაც შეეხება განჩინების შინაარსს, ის იმაზე უფრო მეტად დაუსაბუთებელია, ვიდრე პირველი ინსტანციის განჩინება. არცერთ განჩინებაში არ არის გაანალიზებული ის მტკიცებულებები და მათი შინაარსი, რომელსაც ჩვენ სადაოდ ვხდიდით. არცერთ შემთხვევაში არ არსებობდა, არც მიმალვის, არც მტკიცებულებების განადურების და არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე”, – განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კაკაბაძე – ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც გაყიდა დავით გარეჯი ახლა უკვე შეტევაზე გადადის საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, გიორგი გამსახურდიას წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაურთიერთშეთანხმების მემორანდუმი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ