200 000 ლარიანი „მწვანე ბილეთი“

მიმდინარე წლის აპრილში კომპანია „თეგეტა მოტორსმა“ კოვიდ-19 -ის წინააღმდეგ ბრძოლისათვის სამთავრობო ფონდში გამოთქვა მზადყოფნა 200 000 ლარის გადარიცხვის შესახებ – მოცემული ინფორმაციის გავრცელება მოხდა თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალებით . მოცემული სიტუაციების პარალელურად, კომპანიის მფლობელმა, ჩვეული წესით, ისარგებლა ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობით, ეკონომიური სტაგნაციით და მეორე კომპანიით შპს „კურორტი საირმე“ მთავრობას გამოძალა 2 087 362 ლარი, სასტუმროს 2 თვით მიქირავების სანაცვლოდ.

კვლავ და კვლავ თემურ კოხოძემ, ჩვეული სქემით, თავისივე კომპანიით შპს „გრავიტა“, რომელიც ფორმალურად გაფორმებული აქვს სხვა პირზე, ქვეყნის ურთულეს ეკონომიურ მდგომარეობაში, როდესაც სახელმწიფომ სახსრების ეკონომიის მიზნით გააჩერა ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის მშენებლობა და სხვა სასიცოცხლო მცირე თუ დიდი მოცულობის პროექტები.

შპს გრავიტამ აუქციონის გარეშე შესყიდვის წესით საქართველოს უმძიმეს დღეებში 24 აპრილს გააფორმა სატენდერო ხელშეკრულება (GOG/ET/CW-247) 2 357 100 ლარზე, რომელიც გამოცხადებული ქონდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (ტენდერი NAT200002285, სვანეთში საბავშო ბაღების დაგეგმარება-მშენებლობა). აღნიშნულ ტენდერში ასევე მონაწილეობდა შპს „აისი დეველოპმენტი“, რომელსაც შეთავაზებული ქონდა უფრო ნაკლები თანხა, მაგრამ „აისი დეველოპმენტს“ მიეცა დისკვალიფიკაცია ბუნდოვანი მიზეზების გამო. საკითხავია ამგვარი ქმედებით, რამდენად არის ინფორმირებული მუნიციპალური განვითარების ფონდის დონორი ორგანიზაციები. (https://www.worldbank.org/ . https://www.ebrd.com/. https://www.adb.org/ . https://www.kfw-entwicklungsbank.de. https://eeas.europa.eu/ . https://www.usaid.gov/. https://www.jbic.go.jp/en/. http://non-profit-organizations.findthebest.com/ . https://www.eib.org/en/ . http://web.mit.edu/ . https://www.government.nl/ . https://www.giz.de/en/ .

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მარტივი დასათვლელია, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირს, ეკონომიკა არის კრიზისულ მდგომარეობაში, მოსახლეობა არის შიმშილის ზღვარზე, პანდემია აღწევს გავრცელების პიკის მომენტს, თემურ კოხოძის საკუთრებაში არსებული კომპანიების შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეადგენს 4 444 462 ლარს.

ძალზედ საინტერესოა და აღსანიშნავია, რომ „შპს გრავიტამ“ შეასრულა თეგეტა მოტორსის, და რაც ორმაგად ხაზგასასმელია, კურორტი საირმის სამშენებლო სამუშაოები.
გადავხედოთ უახლოეს ისტორიას, როდესაც 9 წლიანი დიქტატორული მართვის პერიოდში საირმეში კერძო მეპატრონეების (20-ზე მეტ მეპატრონე) სასტიკი ძალადობით წართმეული უძრავი ქონება და საირმის სასტუმრო იმდროინდელმა მთავრობამ 1 ლარად გადასცა თემურ კოხოძეს 10 000 000 ლარის ინვესტირების ვალდებულებით. მივდივართ ყველაზე საინტერესო მომენტთან, თემურ კოხოძემ რამდენად „პირნათლად“ შეასრულა ვალდებულება ასევე თავისივე კომპანიის „გრავიტას“ საშუალებით, მისი საეჭვო, და ბუნდოვანი ხარჯთაღრიცხვით. ასევე გასარკვევია, რამდენად ქონდა აღნიშნულ კომპანიას ამ სამუშაოების შესრულების უფლება და აქედან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე რამდენად კანონიერია თემურ კოხოძის შპს „კურორტი საირმის“ საკუთრება!!! . ისმის ლოგიკური კითხვა არის თუ არა შპს “კურორტი საირმე” – კეთილსინდისიერი და კანონიერი მესაკუთრე კურორტის .
ძალზედ საინტერესო დამთხვევაა, როდესაც არითმეტიკული სიზუსტით ემთხვევა თემურ კოხოძის საირმის საინვესტიციო ვალდებულების ოდენობა 10 000 000 ლარი და სახელმწიფო დავალიანება ასევე 10 000 000 ლარი, რომელიც ყველას გასაკვირად ჩამოაწერა მთავრობამ. და ვინ იცის ამგვარი რამდენი მილიონობით ლარი აქვს გადამალული და ჩამოწერილი თემურ კოხოძეს. საზოგადოებას უჩნდება მარტივი შეკითხვა: განა რა ვალი აქვს ქართველ ერს თემურ კოხოძის, რის გამოც გვიწევს ყოველივე ამგვარი ქმედებების ატანა.

ასევე ბუნდოვანია სად აკუმლირდება ამ დაჯგუფების რეალური მოგებები.

ასევე ბადებს კითხვებს იმ კერძო მესაკუთრეების საეჭვო დუმილი, რომელთა ქონებაც იქნა ძალადობრივად წართმეული და ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიაღწია სამართალს. გამომდინარე თემურ კოხოძის ხელწერიდან, ხომ არ აქვს ადგილი ძალადობას, დაშინებას…
ასევე ეჭვს ბადებს საირმის სასტუმროს უკანონო მისაკუთრება იმ დროინდელი მთავრობის და ნიკა სააკაშვილის მიერ. რომელიც ყოველგვარი კანონის გარეშე წაართვეს სს „ჯანმრთელობას“. რაზედაც მრავალი მცდელობის მიუხედავად ვერ მიაღწია სამართალს სს „ჯანმრთელობის“ ხელმძღვანელმა ბატონმა ემზარ გაგნიძემ.

ასევე ნათელი ეფინება სააკაშვილის ოჯახის და თემურ კოხოძის პარტნიორული ინტერესების თანხვედრას. ნიშანდობლივია, თემურ კოხოძის შპს „კურორტი საირმეს“ დაფინანსების წყარო, რომელიც გახლავთ რუსეთის სახელმწიფო ბანკი „ვითიბი“. რითიც იკვეთება სამწუხარო ბნელი სურათი: მიხეილ სააკაშვილი, რუსეთის ფედერაცია და თემურ კოხოძე.

არანაკლებ საინტერესოა, შპს „გრავიტას“ როგორც „სატრანსპორტო“ კომპანიის სატენდერო მაქინაციური სქემების ისტორიები, რომელზედაც საჯაროდ ვრცლად საუბრობს კომპანია „ჯითი გრუპის“ დირექტორი ბატონი ლევან გოქსაძე. თუ როგორ თუ როგორ ხდება ზემოქმედება და ბოროტად გამოყენება ლობისტების, ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების დახმარებით სასამართლოზე.

მოგვეხსენება „ჯითი გრუპის“ ღვაწლი საქართველოს, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში. რომ არა „ჯითი გრუპის“ დაუღალავი და შემართებული შრომა საქართველოს დედაქალაქი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე იქნებოდა და დაუთვლელი ზარალი მიადგებოდა თბილისის მერიას. თბილისის მერიამ ასევე გააჩერა უმნიშვნელოვანესი, 13 მარტს გამოცხადებული მიკრო ავტობუსების შეძენის 29 000 000 ლარიანი ტენდერი , ცნობილია,რომ მოცემულ ტენდერში გამარჯვებას აპირებდა კოხოძეს ჯგუფი და მრავალი ანალოგიური სატენდერო მაქინაციები, რომლითაც მილიონობით ზარალი მიადგა ქვეყანას.

ასვე გასარკვევია, თუ შპს „გრავიტას“ მაგვარ რამდენ კომპანიას ფლობს თემურ კოხოძე, რომელთა საშუალებითაც აყენებს აღნიშნულ ზარალს ქვეყანას.

და რა თქმა უნდა თემურ კოხოძის ქცევა-ხელწერა აზარალებს, როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე საინვესტიციო გარემოს.
თემურ კოხოძის მტაცებლური ხელწერა ასევე იკვეთება „ტოიოტა თბილისის“ მიმართაც. მხოლოდ და მხოლოდ მიზანმიმართულად ბიზნესის წართმევის და შევიწროვების მიზნით, ყოველგვარი ახალი ბიზნესის შექმნის გარეშე — ყოველგვარი ბიზნესის წესებისა და ადამიანური ეთიკის დარღვევით შეავიწროვა მოქმედი ბიზნესი. სხვისი სამუშაო ადგილების განადგურებით – თავისი სამუშაო ადგილების უკეთებს გამტკიცებას. არის აბსოლუტური პარაზიტი.

რატომღაც ყველა ტენდერი,რომელშიც იკვეთება თემურ კოხოძის ინტერესი, მაქსიმალურად, კონკრეტულად ერგება მის მაქინაციურ სქემებს…
სახელმწიფო არ უნდა იღებდეს შემოწირულობებს ამგვარი ბიუჯეტის წურბელების და ქვეყნის ეკონომიკის და მორალის მაკნინებელი სუბიექტებიდან.

როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი მაქსიმუმს აკეთებს ქვეყნის განვითარებისთვის, ხარჯავს მილიონობით ფულად სახსრებს და საზოგადოება ნაკლებად აღიქვავს და არ აფასებს ბატონი ბიძინას სიკეთეს. ამ დროს სისხლით და ხორცით „ნაციონალური მოძრაობის“ ფლაგმანი თემურ კოხოძე, იყენებს სახელმწიფო თანხებს და ამდიდრებს და აფინანსებს მიხელ სააკაშვილის ოჯახს და ეგრეწოდებულ ყოფილ და მოქმედ „ნაციონალირი მოძრაობის“ პარტიის წევრებს .

არ შეიძლება არ აღელდეს საქართველოს თითოეული მოქალაქე, როდესაც საქართველოს მთავრობა, პრემიერი, არტიკრიზისული საბჭო, შეუძლებელს აკეთებენ ქვეყნის გადასარჩენად, ნათლად ჩანს ნაციონალური მოძრაობის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის და თემურ კოხოძის ანტისახელწიფოებრივი ქმედება, რომელიც დაწყებულ იქნა წლების წინ და უნამუსოდ გრძელდება დღევანდელ კრიტიკულ პერიოდშიც.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის მცირე ნაწილს.

banner
წინა სტატიაშიმეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს ბრალდება წარედგინა
შემდეგი სტატიააფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა