20 ივნისს, თბილისის ჩაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

არანაირი მონაცემები იმისთვის, რომ 20 ივნისისთვის თბილისი ან კიდევ რაღაც ჩაიკეტოს, დღეს, ამ წუთისთვის, ამ საათისთვის არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 20 ივნისს, თბილისის ჩაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება.

„სადღაც ვკითხულობდი, რომ ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებაში აქტიურად განიხილება, რომ 20 ივნისისთვის შეიძლება თბილისი ჩაიკეტოს. სასაცილოა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეპიდემიასთან ადაპტაცია მოვახდინეთ და ახლა სწორად და ეფექტურად ვმართოთ და არანაირი მონაცემები იმისთვის, რომ 20 ივნისისთვის თბილისი ან კიდევ რაღაც ჩაიკეტოს, დღეს, ამ წუთისთვის, ამ საათისთვის არ არსებობს. 20 ივნისამდე 4 დღეა და დარწმუნებული ვარ, არც მანამდე არ იქნება. ასე, რომ ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – 2020 წლის პარლამენტი იქნება ბევრად უფრო პროფესიონალური, ეფექტური და იქნება ის პლატფორმა, სადაც საქართველოს აქტიურ პოლიტიკურ ძალებს შეეძლებათ შინაარსობრივი დებატების მოწყობა
შემდეგი სტატია“პუტინი, კადიროვი, ჩეჩენი ბუა და ბაბაიაგა – ზღაპრებში