19 თებერვალს, 15 საათზე თამაზ ხუბუა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უკრაინის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდება

,,აწუხებს თუ არა აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებას სინდისის ქეჯნა მუდმივ სიჩუმეზე?,,

,,აწუხებს თუ არა აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებას სინდისის ქეჯნა მუდმივ სიჩუმეზე?,,ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპაციის მე-6 წლისთავთან დაკავშირებით ხვალ, 19 თებერვალს, 15 საათზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უკრაინის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდება.
დელეგაციას ხელმძღვანელობს უკრაინის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ყირიმის რესპუბლიკაში ანტონ კორინევიჩი. შეხვედრას ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მეჯლისის წევრები, უკრაინაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე უფლებადამცველები და საქართველოში უკრაინის საელჩოს პასუხისმგებელი პირები დაესწრებიან.
მხარეები განიხილავენ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის, განათლებისა და კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს, ასევე იმსჯელებენ ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელების პერსპექტივებზე. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აპარატის წარმომადგენლები.
შეხვედრა ეძღვნება ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპაციის მე-6 წლისთავს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ლომბარდიდან ტელეფონის თაღლითურად მითვისების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიანათია თურნავას პრემიერობისთვის ამზადებენ?