ჯორჯ ჰარისონის გიტარა 500 ათას დილარად გაიყიდა

harisonis-gitaraაშშ-ში Beatles-ის წევრის ჯორჯ ჰარისონის გიტარა თითქმის 500 ათას დოლარად გაიყიდა.
ჰარისონი ამ ელექტრო გიტარაზე 1963 წელს უკრავდა. ინტრუმენტი მან იმავე წლის გაზაფხულზე ქირით აიღო მაღაზია Barratts-ში, სანამ მისი საკუარი გიტარა ხელოსანტან იყო შესაკეთებლად.
ჰარისონის გიტარა ნიუ-იორკის Hard Rock Cafe-ში გამართული აუქციონის ყველაზე ძვირი ლოტი იყო.
აუქციონზე ასევე წარმოდგენილი იყო ავტობუსი, რომლითაც ელვის პრესლი გასტროლებზე დადიოდა და როკ ენ როლის მეფის სხვადასხვა 150 ნივთი. საგასტროლო ავტობუსი მყიდველს 270.000 დოლარი დაუჯდა.
125 ათასად გაიყიდა ფირფიტა, სადაც ელვისმა სიმღერა Love Me Tender ჩაწერა და წააწერა „დედას სიყვარულით შვილისგან.“
აუქციონის ორგანიზატორების თქმით, აუქციონის გაყიდვებიდან შემოსულმა თანხამ 600 ათასს გადააჭარბა.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა სირიის საზღვართან ,,უპილოტო,, ჩამოაგდო
შემდეგი სტატიაკიევში ჟუკოვის მემორიალური დაფა გატეხეს