ჯონდი ბაღათურია პრეზიდენტს მოუწოდებს არ გადაუგზავნოს პარლამენტს მთავრობის არსებული შემადგენლობა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ წუთებში ჯონდი ბაღათურია იმყოფება – ის რეფორმების ჯგუფის ფორმატში მართავს შეხვედრას. თუმცა ქართული დასის ლიდერი აპირებს სხვა მიზნისთვისაც გამოიყენოს ეს შეხვედრა.

ბაღათურია მოუწოდებს პრეზიდენტს, არ გადაუგზავნოს პარლამენტს ნდობის გამოცხადებისთვის მთავრობის ის შემადგენლობა, რომელიც პრემიერმა შესთავაზა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ პრემიერზე ზეწოლა განხორციელდა მინისტრების დანიშვნისას და მისი აზრით, ეს ფაქტი გამოძიების საგანი უნდა გახდეს.

ჯონდი ბაღათურია მოუწოდებს სხვა არასაპარლამენტო პარტიებს, შეუერთდნენ მის მოწოდებას.

banner
წინა სტატიაში“დავიწყეთ გარკვეულ საქმეებში ჩახედვა,” – თამარ სანიკიძე “ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრზე”
შემდეგი სტატიაფოტო თუ ფოტომონტაჟი?! საგარეო უწყებას ეჭვი ეპარება