ცხოველისგან დაგლეჯილ პირს საძილე არტერია ჰქონდა გაგლეჯილი და კისრის არეში ჭრილობა აღენიშნებოდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ავთანდილ იმედაძის განცხადებით, ვეფხვისაგან დაგლეჯილი ოთარ ცუხიშვილი საავადმყოფოში პრაქტიკულად, გარდაცვლილი მიიყვანეს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას იმედაძემ განაცხადა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს პაციენტი ცხოველის მიერ მიყენებული ჭრილობების გამო.
“პაციენტი მოიყვანეს გულის გაჩერებით. ჩატარდა რეანიმაციული ღონისძიებები, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო. დაფიქსირდა სიკვდილი. პაციენტს სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა, კერძოდ, საძილე არტერია იყო გაგლეჯილი, ჭრილობა აღენიშნებოდა კისრის არეში. პრაქტიკულად, პაციენტი გარდაცვლილი იყო”, – აღნიშნა ავთანდილ იმედაძემ.
მისივე თქმით, ცხოველის დაგლეჯის ფაქტზე სხვა შეტყობინება არ შესულა.

banner
წინა სტატიაშინარმანიას ინტერვიუ სამარცხვინო და თავზარდამცემია–მალხაზ პატარაია
შემდეგი სტატიამთავრობა არ იყო ინფორმირებული, რომ ერთ-ერთი მტაცებელი ისევ თბილისის ქუჩებში დადიოდა