ცხადაძე – არის შანსი, რომ საქართველომ ჯგუფში წარმატებას მიაღწიოს

ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია.

სანკტ-პეტერბურგში გამართულ წილისყრაზე ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფები დაკომპლექტდა. საქართველოს ნაკრები, წილისყრისას ბოლო, მეექვსე კალათაში იყო, D ჯგუფში მოხვდა.

საქართველოს მეტოქეები იქნებიან მოლდოვის, ირლანდიის, სერბეთის, ავსტრიისა და უელსის ეროვნული გუნდები.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ ნაკრების შანსებზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, არცერთი გუნდი გრანდი არ არის, და არის შანსი, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას.

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის რეზო არველაძის თქმით კი, საქართველომ მინიმუმ მესამე ადგილისთვის უნდა იბრძოლოს.

banner
წინა სტატიაშიდღეს, “ჰით ბათუმი 2015”-ის ჯაზის დღეები Snoop Dogg-ის კონცერტით დასრულდება
შემდეგი სტატიაოთარ დანელია ქედაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერტივის საქმიანობას გაეცნო