შვედეთმა WikiLeaks-ის დამაარსებლის წინააღმდეგ საქმე დახურა

შვედეთმა WikiLeaks-ის დამაარსებლის წინააღმდეგ საქმე დახურა

შვედეთმა WikiLeaks-ის დამაარსებლის წინააღმდეგ საქმე დახურაშვედეთის პროკურატურამ 2010 წელს ჯულიან ასსანჟის წინააღმდეგ აღძრული საქმე სექსუალურ ძალადობაზე ოფიციალურად დახურა.გადაწყვეტილება ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის გამო იქნა მიღებული. მათ ასსანჟის დაკითხვა მთელი ამ ხნის მანძილზე ვერ მოახერხეს. შვედეთის კანონების მიხედვითთ, დაკითხვის გარეშე შეუძლებელია ეჭვმიტანილს ბრალი წაეყენოს.

ამასთანავე, ასსანჟის წინააღმდეგ, რომელიც ცნობილი WikiLeaks-ის დამაარსებელია, კიდევ ერთი საქმეა გახსნილი, გაუპატიურების მუხლით, რომელიც ასევე 2010 წელს გაიხსნა.
ჯულიან ასსანჟი 2012 წლიდან ეკვადორში ლონდონის საელჩოს აფარებს თავს, რომელმაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. აქტივისტი და ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს.

ასსანჟს საელჩოს დატოვება და ლათინურ ამერიკაში გაფრენა რა შეუძლია – ეშინია, რომ დაიჭერენ და შვედეთში გადააგზავნიან.
მისი ვარაუდით, ამერიკის მთავრობასაც სურს მას ბრალი წაუყენოს საიდუმლო მასალების გამოქვეყნების ბრალდებით.
გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებით ასსანჟი ამბობს, რომ გული წყდება იმაზე, რომ პროკურატურამ მისი ვერსია არ მოისმინა. მისი მომხრეები ამტკიცებენ, რომ საქმე პოლიტიკურია.

ასსანჟს ბრალი ედება შვედ ქალბატონთან სექსუალურ კავშირის პრეზერვატივის გარეშე დამყარებაში, ქალის ნების წინააღმდეგ.
ახლა ეს ქალბატონი უკვე არ არის დაინტერესებული სასამართლო პროცესით – ასე განაცხადა ქალბატონის წარმომადგენელმა.
“მას უნდოდა, რომ ასაანჟი სასამართლოს წინაშე წარმსდგარიყო და ბრალდებაზე პასუხი გაეცა, მაგრამ უკვე 5 წელი გავიდა და მას უკვე აღარ აინტერესებს სასამართლოში სიარულები” – განაცხადა ქალბატონის ადვოკატმა და დაამატა, რომ ეს ისტორია უკვე წარსულის კუთვნილებაა.

მეორე ბრალდება გაუპატიურების შესახებ, ასევე პრეზერვატივის გარეშე ისტორიაა, მაგრამ ამჯერად მაშინ, როცა ქალბატონ ვ-ს ეძინა.

შვედ პროკურორებს თავდაპირველად ბრალდებულის შვედეთში დაკითხვა უნდოდათ, მაგრამ შემდეგ, გამოძიების ზეგავლებით, ლონდონში დაკითხვაზე დათანხმდნენ, თუმცა, შვედეთის მთავრობამ ეკვადორის ხელისუფლებასთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწია.
“გამოძიება დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო, რადგანაც გამოძიებას საქმის გასაგრძელებლად მტკიცებულებები არ ქონდა” – ამბობენ ასაანჟის ადვოკატები. “დარწმუნებული ვართ, როგორც კი მას მიეცემა გარემოებების ახსნის საშუალება მეორე ბრალდებასთან მიმართებაში, ყველაფერი ცხადი გახდება” – ამატებენ ადვოკატები.
შვედეთი ჟურნალისტის ექსტრადაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს ეკვადორთან. ბრიტანეთის ხელისუფლებამაც მოუწოდა ეკვადორს თანამშრომლობისკენ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონით ქვეყანა ვალდებულია აქტივისტის ექსტრადაცია მოახდინოს.

banner
წინა სტატიაშიგოგლა გათახსირებულმა ჟვანიამ კი ,ამ ფორმით იძია ზურაზე შური
შემდეგი სტატია“ალ-ქაიდამ” “თალიბანს” ერთგულების ფიცი მისცა