,,ყველა, ვინც სწორხაზოვნად ხედავს რუსთავი ორის ისტორიას, მაგარი გოიმია”

რუსთავი 2–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ნიკა გვარამიას პროკურატურაში დაბარების ფაქტს ეხმაურება ნინო ჯანგირაშვილი:

jangirashvili

,,ნიკა გვარამია იმსახურებს პატივისცემას იმ განცხადების გამო, რაც დღეს გააკეთა. ხელისუფლება, რომელიც უთვალთვალებს და აშანტაჟებს ადამიანებს პირადი ცხოვრებით, იმსახურებს დასჯას და ხელისუფლებიდან წასვლას. მოქალაქე, რომელსაც ამ ისტორიაზე არ აქვს ადეკვატური რეაქცია, საერთოდ არ იმსახურებს ნორმალურ სახელმწიფოში ცხოვრებას. ყველა, ვინც ვერ ახერხებს საკუთარი სიძულვილისგან დისტანცირებას და სწორხაზოვნად ხედავს რუსთავი ორის ისტორიას, მაგარი გოიმია.
P.S. ჰო, მართლა, რუსთავი ორი არასდროს არ მევასებოდა. ნაციონალები საშინელი ტარტაროზები იყვნენ. “იმ ცხრა წელმაც“ სრული პროგრამით გადაიარა ჩემს კისერზე. ასე რომ, ეს თემა გავიარეთ და არგუმენტად ნუ გამოიყენებთ”-წერს სოციალურ ქსელში ტელეკომპანია  ,,კავკვასიის” ერთ–ერთი დამფუძნებელი.

banner
წინა სტატიაში”კადრებმა მოიყვანეს და კადრები წაიყვანს მათ, გამოუშვით კადრები ფაჩაკებო დროზე”
შემდეგი სტატიალალი მოროშკინა: მე ვარ იმ ციხის კადრების ავტორი, რომელიც კალამოისკის არხზე “ერთი პლუს ერთზე” გავიდა