“ქსა, ქსა ლადო! ეგებ კიდევ გამოჰკრა ფულს ხელი”- ბელა ალანია ლადო სადღობელაშვილს მიმართავს

"ქსა, ქსა ლადო! ეგებ კიდევ გამოჰკრა ფულს ხელილეიბორისტების ლიდერის შალვა ნათელაშვილის მეუღლე ბელა ალანია “თავისუფალი თაობის” ლიდერს ლადო სადღობელაშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს:

“ლადო, შვილო!
ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც თავისუფალი თაობა უნდა ზრუნავდეს საქართველოს აღმშენებლობაზე, დაკავებული იყო საჭირბოროტო საკითხებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის “ სახელს ამოფარებულმა ნებაყოფლობითი მონობა არჩიე. რომ იცოდე, როგორ მენანები!
რა ღირებული სახელწოდება შეგირჩევია, სხვისი დაკვეთების შესასრულებლად. ამ სახელით როცა გამოდიხარ, სულ ცოტა სინდის-ნამუსთან თანხვედრაში მაინც უნდა მოდიოდეს შენი მყვირალა შავი აზრები. სხვა შემთხვევაში, ეს დისკრედიტაციაა თავისუფალი თაობის. ამას არ გაპატიებენ შენი თანატოლები.
უნდა გითხრა, რომ თავისუფალი თაობა ის ახალგაზრდებია, რომლებიც მუხლმოუყრელი შრომობენ იმისთვის, რომ საკუთარი ინტელექტი და შრომა ქვეყანას მოახმარონ. ისინი ქმნიან ჩვენი სამშობლოს ხვალინდელ ნათელ დღეს, იმ თავისუფალ საქართველოს, სადაც სიტყვას კი არ ჰყიდიან დოლარებზე, არამედ ამ სიტყვით ფასდებიან, ან სიტყვით განიკითხებიან. ხვალინდელი საქართველო ზვიად გამსახურდიას იდეალებზე, ქვეყნის განათლებულ, პატრიოტ, ინტელექტუალურ ნაწილზე გააკეთებს არჩევანს და არა ბატონო ზვიადის სახელით მოვაჭრეებზე. მათთვის
ახალი თაობის პრიორიტეტი- სამშობლოს მიწის სადარაჯოზე ყოფნა, მისი ყოველი გოჯის გაფრთხილება და დაცვა იქნება. ილიასა და აკაკის, ვაჟასა და გალაკტიონის მოტრფიალე თაობა, ნამდვილად შექმნის სულიერად ამაღლებულ საქართველოს.
ახალი თაობა პოლიტიკურ ბრძოლას პირადი ანგარიშსწორებისგან განასხვავებს.
ახალი თაობა ააშენებს ისეთ საქართველოს, სადაც თავისუფლება უმაღლეს ღირებულებათაგანი იქნება. შეგიწირავს თუ არა ასეთი იდეალებისთვის თავი? რა გაგიკეთებია ქვეყნისთვის? ეს კითხვები საკუთარ თავს უნდა დაუსვა, როცა ჩვენნაირ ადამიანებს ცილს სწამებ.
სამწუხაროდ, არსებობს იაფფასიანი პიარის დამდგმელი სცენარისტები. ამ სპექტაკლში მთავარია ძარღვებდაბერილმა ქაღალდების ფრიალით ამტკიცო ათასი სიბინძურე, რომ უფრო დამაჯერებელი გამოჩნდეს. მსუყედ დაფინანსებულ, გაუნათლებელ, მყვირალა ზონდერებს აქვთ ერთი სამშობლო- დიდი ფული. რა მნიშვნელობა ექნება რა სახელს დაირქმევენ ისინი, ქვეყნის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე რა როლს შეასრულებენ? ყველა შემთხვევაში დამკვეთი ერთია- ბინძური ინტერესი. ცილისმწამებლური კამპანიის ავტორებს იმაზე აქვთ გათვლილი, როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, ყოველგვარი ცილისწამებისგან მცირედი ჩრდილი მაინც მიადგება ადამიანსო.
ლადო, მერწმუნე, რომ ასეთ ფუნქცას თავზეხელაღებულები იღებენ, მათი მთავარი ღირებულება მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური დაინტერესებაა. იმედია, ის მაინც იცი, როგორ ამთავრებენ მავრები.
ძალიან მეცოდები, რადგან შენ უკან მდგარი დამკვეთებიც თქვენთან ერთად, ფულის მონები, გარემოებათა ტყვეები ხართ. მონები კი ვერასოდეს, ვერაფერს ქმნიან ღირებულს და მნიშვნელოვანს.
ხელმოცარული ადამიანი ხარ, რომელიც უშიშროების მანქანის მიერ გამოყენებულია განსხვავებული აზრის წინააღმდეგ არც თუ მთლად ბრმა იარაღად. მესმის, შენი ახლადშეძენილი „ძმაკაცობის“ სუნთქვა, ხვედავ მათ შავ გამონაბოლქვს., რომნელიც გარემნოს აბინძურებს და კიდევ ერთხელ გაფიქრებინებს, რომ ადამიანისთვის ყველაზე საშიში მტერი ადამიანია.
ადამიანები, რომლებიც პირველ რიგში საკუთარ თავს არ სცემენ პატივს, არ შეიძლება აფასებდნენ სხვა ღირებულებებს.
მე ვამაყობ ლეიბორისტების მრავალწლიანი ბრძოლით, ყველა მიღწევით, სასამართლო დარბაზებში წარმატების მოლოდინში გათენებული ღამეებით, სადაც უამრავ სიკეთეს მივაღწიეთ.
ელექტროენერგიის, გაზის ტარიფის დაწევა, სკოლის, ბაღის პედაგოგების სამსახურში აღდგენა, გაუქმებული სოციალური დახმარებების აღდგენა ინვალიდებზე, უფასო პირველადი სასწრაფო დახმარება, უფასო სკოლების დაკანონება, უკანონო გადასახადების მოხსნა და ა.შ რამდენი ერთი ჩამოვთვალო, არც კი მახსენდება ყველა ის სიკეთე, რომელიც ჩემი მეუღლის ლიდერობით, თაოსნობით იქნა მიღწეული. მახსენდება, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის დაგეგმილი უამრავი აქცია, მიტინგი, ბრიფინგი თუ პოლიტიკური ბრძოლის უამრავი ხერხი, ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლისათვის წინგადადგმული ყოველი ნაბიჯი.
მე მიყვარს ყოველი დღე, რომელსაც სიკეთე მოჰქონდა ჩემი ქვეყნისთვის. ამ ხნის განმავლობაში უამრავი რამე გადავუიტანე, გადავიტან, შენისთანებს უამრავს მოვინელებ და ისევ გავაგრძელებ სვლას წინ. ეს ბრძოლა ნამდვილად ღირს ამად.
პოლიტიკა უსუფთავესი საქმეა, როცა მას სუფთა ადამიანები ქმნიან და არა უშიშროების კაბინეტებიდან მართული, საკუთარი სისუსტეების მძევალი ვითომ პოლიტიკანები, რომელთათვის მთავარი მხოლოდ პირადი კეთილდღეობაა.
შალვა ნათელაშვილის გინება კარგი ბიზნესია, ის ყოველთვის იყო დაფასებული, წახალისებული, დაფინანსებული ინტერეს ჯგუფებისა თუ ხელისუფლების მხრიდან. თქვენი ყველას გადაუსწარით, სრულიად გასცდით მორალურ ორბიტას . მხოლოდ შალვას გინებასაც არ დასჯერდით, ახლა ოჯახსაც გადასწვდით. ყველაფრის მთქმელნი, მკადრებელნი, ყველაფერზე წამსვლელნი ხართ, რათა მოიპოვოთ იაფი პოპულარობა და ხვალინდელი ადგილი პოლიტიკაში. სამწუხარო ისაა, რომ თქვენისთანებს ხელს უწყობენ ქართული ტელევიზიები, რომლის ნაწილი ფულის გადამხდელის ნება სურვილის მონაა.
ლადო, ღმერთმა დაიფარის ეს ქვეყანა თქვენისთანებისგან.
ყველას თავისი გზა აქვს, ის გზა რომელიც თქვენ იპოვეთ, ლადო, სრულ დისონანსშია სინდისთან, ნამუსთან, სიმართლესთან
პოლიტიკური ბრძოლა პირადი შურაცხყოფისაგან ვერ გაგირჩევია. მოქმედების პრინციპია: „ აბა, დღეს მე ვის რა ვავნე, ნეტა ,რა ღირს შავი საქმე? „
გუშინ ცხელ გულზე რამდენიმე წერილი დავწერე შენ მიერ ჩემი ოჯახის წინააღმდეგ წამოყენებულ ცილისმწამებლურ ბრალდებებზე. დღეს დილით გადავიკითხე და ეს გზასაცდენილი ახალგაზრდა კაცი მაინც ვერ გავიმეტე… ჩემს გულს რა ვუთხარი, ძალიან შემეცოდე და ვილოცე შენთვის.
მკვლელსაც ხომ აქვს ბოლო სიტყვის უფლება, ეგებ დაფიქრდე, მოინანიო, შვილო, ლადო ! უახლოეს დღეებში თუ არ იქნება უარყოფილი ჩემი ოჯახის მისამართით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები, არ მინდოდა, მაგრამ იძულებული ვიქნები, სასამართლოში გიჩივლო და მოვითხოვო ყველა სიტყვისთვის პასუხისგება.

P.S
გამახსენდა, როგორ დადიოდა დედაშენი თამარა იოვაშვილი ლეიბორისტების ოფისში სამსახურის სათხოვნელად. როგორ დავაფინენსეთ რამდენჯერმე. გამახსენდა ცხონებული ალეკო შალამბერიძე, რომელიც ქირაობდა თამარას ოფისს. მე და ლეილა გაფრინდაშვილი ვესწრებოდით შეკრებებს დედაშენთან.
მოგვიანებით თამარას ურთიერთობები აერია „თავისუფალ საქართველოსთან“ , და უკანასკნელი სიტყვებით ამკობდა კუკავას და ალეკოს, მათ მიერ გაღებული სიკეთის სანაცვლოდ. გამახსენდა, როგორ ლანძღავდით კონსტანტინე გამსახურდიას. ზვიადის შვილს ამდენს თუ აკადრებდით, არ მეგონა…
მეც რომ რამე გამიკვირდება, ლოგიკურია, რომ ახლა შალვას მიადექით მისი ოჯახიანად.
ქსა, ქსა ლადო! ეგებ კიდევ გამოჰკრა ფულს ხელი.”- წერს ბელა ალანია.

banner
წინა სტატიაშიხვალ პარლამენტში თავდაცვის მინისტრს ელოდებიან
შემდეგი სტატია“პოლიციელს რას ვთხოვთ? თავი შეაკლას და მერე მაგის სახელი და გვარიც აღარ გვახსოვდეს?”