“ქართული სიტყვის” რედაქტორის მოადგილის გამოხმაურება გადაცემა “არჩევანს”

20622_910502172306618_9194433269173143095_nრუსთავი 2“ -ის გადაცემა „არჩევანს“ გაზეთ “ქართული სიტყვის” რედაქტორის მოადგილე ვანო პავლიშვილი ეხმიანება.

“რატომ ღელავთ? „რუსთავი 2“-ს ოდესმე დაუმალავს, რომ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერია? ჰოდა, რა არის იმაში გასაკვირი, რომ სხვა პოლიტიკური გუნდის, ამ შემთხევაში, „ოცნების“, როგორც ჟურნალისტები ვიტყვით, დასასამარებელ გადაცემებს აკეთებს? ვთქვათ, შეხვდათ ჟურნალისტებს რესპოდენტები, რომლებიც აქებენ მთავრობას, მაგრამ ეს სინქრონი არ გაუშვეს ეთერში. სადაა აქ კრიმინალი? მორალი? – კი ბატონო, არსებობს მორალი, ეთიკაც, მაგრამ აბა, ერთი ცობილი გამონათქვამი გავიხსენოთ, რაც აკრძალული არაა, ის დაშვებულია, ანუ მორალური კანონები დაუწერელია, დაუწერელის გამო კი, არავის ასამართლებენ.
ყველფერ ამას მხოლოდ იმიტომ ვწერ, ყველა, ვისაც, არ ეზარება, ჟურნალისტებს რომ აგინებს და თათხავს.
პიარის გაკეთება ყველას შეუძლია, ისიც დაშვებულია, რომ თავიანთ გუნდებში პროფესიონალები მიიყვანონ, მაგრამ… უნდათ და ისე აკეთებენ, როგორც აკეთებენ. ჰოდა, პიარს მიხედეთ, პიარს და… ყველაფერი კარგად იქნება! ისე, პიარი მხოლოდ ქება-დიდება და დითირამბები არაა – გაითვალისწინეთ!”– წერს ჟურნალისტი ვანო პავლიაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში ,,ზრდილობიან ადამიანებს,, ძეგლს უდგამენ
შემდეგი სტატია„მერიის შიგნით რაიმე სახის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია“