უმრავლესობა გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით დამატებით კონსულტაციებს გამართავს

უმრავლესობა გვენეტაძის კანდიდატურას დადებითად აფასებს, თუმცა მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ აუცილებელია გარკვეული კონსულტაციების გავლა.

“რესპუბლიკური პარტიის” პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი კეთილგანწყობას გამოხატავს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატისადმი. მისი თქმით, კონსულტაციებს გაივლიან ფრაქციებთან, რათა საქმიან ვითარებაში წარიმართოს ყველაფერი.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმის” წევრი ანი მიროტაძე კი აღნიშნავს, რომ გვენეტაძის კანდაიდატად წარდგენა სწორი გადაწყვეტილება იყო.

მიუხედავად უმრავლესობის ამ განცხადებებისა, გედევან ფოფხაძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს მათი პოზიციებიც უნდა მოესმინა და ისე მიეღო გადაწყვეტილება, თუმცა ფოფხაძის თქმით, ახლა უმთავრესია, რომ ერთიან პოზიციაზე შეჯერდნენ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება
შემდეგი სტატიაუნგრელები პუტინის ვიზიტს აპროტესტებენ