უკრაინაში მოკლული ჯარისკაცის ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს

უკრაინაში დარუპული თამაზ სუხიაშვილის ოჯახის წევრები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრები და ნათესავები ამბობენ, რომ მათ სუხიაშვილის ჩამოსვენებისა და დაკრძალვისთვის თანხა არ გააჩნიათ.

მათი თქმით, ქართველი ჯარისკაცი მუდამ საქართველოს დასაცავად იბრძოდა, უკრაინის ომის გამო დატოვა სამსახური- გორის განსაკუთრებულ დავალებათა დანაყოფი. მანამდე იყო ავღანეთში, აისაფის მისიაშიც მსახურობდა, იბრძოდა ერაყშიც. იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, თავდაცვის სამინისტროს სერჟანტი და განსაკუთრებულ დავალებათა დანაყოფის ლეიტენანტი.

თამაზ სუხიაშვილის ოჯახი ხაშურში ცხოვრობს. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

banner
წინა სტატიაშიბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთზე საარტილერიო დაბომბვის 99 ფაქტი დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაიემენის პრემიერმინისტრზე თავდასხმა მოხდა