სუპერთასის ბილეთების გაყიდვის პროცესში ვაკის პარკში ინციდენტები ხდება

სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების შესაძენად ვაკის პარკის ცენტრალურ მოედანზე ათასობით მოქალაქეა შეკრებილი.

ტერიტორიაზე როგორც სპეცრაზმი, ასევე პოლიციაც იმყოფება და სიტუაციას აკონტროლებენ.

ადგილზე შეკრებილ მოქალაქეეებს შორის მცირე ინციდენტებიც ხდება. მოქალაქეების ნაწილი ბარიერების გადალახვას შეეცადა. მათ სურდათ სალაროებამდე ურიგოდ მიეღწიათ, თუმცა პოლიციამ ინციდენტი დროულად აღმოფხვრა. მსგავსი ინციდენტები ვაკის პარკის ტერიტორიაზე პერიოდულად ხდება. არის მოქალაქეთა ცუდად გახდომის შემთხვევბიც.

ის ადამიანები, რომლებიც ვაკის პარკთან დღეს მივიდნენ იმ სიებს აპროტესტებენ, რომელიც სამი დღის წინ ბილეთების შეძენბის მსურველებმა შეადგინეს.

ამასთან, ადგილზე მიიღეს გადაწვეტილება, რომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები ურიგოდ გაატარონ.

სუპერთასის მატჩზე დასაწრები ბილეთების გაყიდვა დღეს 09:00 საათიდან დაიწყო. „ბარსელონა“-„სევილია“ ერთმანეთს 11 აგვისტოს „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდება.

banner
წინა სტატიაშიამ დროისთვის სუპერთასის მატჩზე დასასწრები 2 000-მდე ბილეთია გაყიდული
შემდეგი სტატიაამ დროისთვის სუპერთასის ბილეთებიდან გასაყიდი 19 520 ბილეთი დარჩა