სოსო ჯაჭვლიანი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინადადებით გამოდის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინადადებით გამოდის.
როგორც ჯაჭვლიანმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რუსეთს ყოველგვარი შუამავლის გარეშე უნდა ველაპარაკოთ.
“საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე, რომ პროცესი არ გაგრძელდეს. არსებობს ამ პრობლემების შეჩერების ორადორი გზა, პირველი ომი და მეორე – დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან. ომით რა მივიღეთ, ვნახეთ და ვიცით. ჩვენი პატრონი არავინ არ არის – არც ამერიკა, არც ევროპა, არც რუსეთი, ყველა თავისი ინტერესების მიხედვით მოქმედებს. ამერიკა და ევროპა გვეუბნება, გამონახეთ საერთო ენა რუსეთთანო, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება რაღაცა ძალა უშლის ამ მოლაპარაკებას. იგივეს გვეუბნებიან რუსები – გამონახეთ საერთო ენა ოსებთან და აფხაზებთან, მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ არავინ არ დაგვალაპარაკებს არც ოსებთან და არც აფხაზებთან. ასე რომ, 20 წელია ჩვენი მტერი და მოყვარე შეშფოთებულია. არაფერი იცვლება. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არავინ თავს არ შეიწუხებს. მოკლედ რომ ვთქვათ, “გვაბოლებენ”. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი და ველაპარაკოთ რუსეთს ყოველგვარი შუამავლის გარეშე, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს”, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

banner
წინა სტატიაშითურქეთში Youtube დაბლოკეს
შემდეგი სტატიაჟერარ დეპარდიე – პერსონა ნონ გრატა უკრაინაში