სერგო რატიანი: ჩვენ არ უნდა დავუშვათ წინა საუკუნის 90-იანების დაბრუნება

ქართველი ხალხი გააპროტეტსტებს ამ ვითარებას

საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით უმცირესობამ პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა დღეს გამართლ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სახელით ჩვენ შევიტანეთ კანონპროექტი პარლამენტისსაგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კომისიამ უნდა შეისწავლოს ისგახმაურებული, გამოუძიებელი საქმეები, რომელთა მიმართ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე ეხება შეკვეთილ მკვლელობებს და ისინი უკავშირდება ორგანიზებულ დანაშაულს ან/დაიკვეთება პოლიტიკურიმოტივაციები. ამ საქმეთა რიგს მიეკუთვნება: ვაზაგაშვილების საქმეები, თათუხაშვილის საქმე, კიწმარიშვილის საქმე,თელავში მომხდარი, მაისურაძის შეკვეთილი მკვლელობა.

ქვეყანაში შექმნილია კრიზისული ვითარება. შეკვეთილი მკვლელობების არსებობა მიუთითებს საგანგაშო კრიმინოგენულ ვითარებაზე. საზოგადოებას დასჭირდა სერიოზული ძალისხმევა, რომ დაეძლია 90-იანიწლები, კრიმინალის თარეში, ორგანიზებული დანაშაული, შეკვეთილი მკვლელობები, რომელთა შორისაც პოლიტიკური მკვლელობებიც ფიგურირებდა. დღეს არსებულ პოლიტიკურ ძალებს ეკისრება პასუხისმგებლობა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ წინა საუკუნის 90-იანების დაბრუნება“,- განაცხადა სერგო რატიანმა.

მისივე განმარტებით, ერთადერთი ინსტიტუცია, რომელსაც დღეს შეუძლია და ვალდებულია აიღოს პასუხისმგებლობა და დააწესოსმკაცრი კონტროლი სამართალდამცავ ორგანოებზე არის პარლამენტი.

მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტის წევრები გააცნობიერებენ შექმნილ ვითარებას და მხარს დაუჭერენსაგამოძიებო კომისიის მიზანშეწონილობას.

banner
წინა სტატიაშისამხედრო წვრთნას ესპანეთში 10 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაუკრაინაში საბრძოლო შეტაკებები გრძელდება