სერბეთი შესაძლებელია პოლონური ვაშლის რეექსპორტს ანხორციელებდეს რუსეთში

სერბეთი შესაძლებელია პოლონური ვაშლის რეექსპორტს ანხორციელებდეს რუსეთში

სერბეთი შესაძლებელია პოლონური ვაშლის რეექსპორტს ანხორციელებდეს რუსეთში – ფიქრობენ რუსი სოფლის მეურნეები.
გუშინ რუსეთის ფიტოსანიტარულმა სამსახურმა განაცხადა, რომ სერბეთიდან რუსეთში ვაშლის ექსპორტი საკმარისად გაზრდილია, რის გამოც მათ სერბეთის შესაბამის სამსახურებს ახსნა-განმარტების გაკეთება სთხოვეს.
„ვეჭვობთ, რომ სერბეთიდან რეექსპორტი მოდის. სავარაუდოდ, ვაშლი პოლონურია“ – განაცხადა მედიასთან საუბარში რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის პრეს-სამსახურის უფროსმა იულია ტროფიმოვამ.
რუსეთმა გასული წლის აგვისტოდან იმპორტი შეამცირა იმ ქვეყნებიდან, რომელთაც მის მიმართ სანქციები აქვთ დაწესებული. მათ შორის აშშ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, კანადა, ავსტრალია და ნორვეგია.
აკრძალულ პროდუქტებს შორის არის ხორცის, რძის და ზღვის პროდუქტები, ასევე ხილი და ბოსტნეული.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: იარეს, იარეს და შევარდნაძის დროინდელ მოსამართლეს ჩააბარეს სასამართლო სისტემა
შემდეგი სტატიაშობლების მიერ გატაცებული ბავშვი გამოჯანმრთელდა