სევდია უგრეხელიძე – მარგიშვილი მერიაში კორუფციულ ქმედებებზე კურთხევის მიმცემი იყო

თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ინფორმაციით, ალექსანდრე მარგიშვილი თბილისის ვიცე მერის თანამდებობიდან სავარაუდოდ გათავისუფლებულია.
დღეს გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ირაკლი აბესაძემ და სევდია უგრეხელიძემ ალექსანდრე მარგიშვილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს. საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის თქმით, მარგიშვილი რამდენადაც მისთვის არის ცნობილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. აბესაძე აცხადებს, რომ მარგიშვილი დაკავებული თანამდებობისათვის შეუფერებელი იყო და სამარცხვინო იყო, რომ ვიცე მერის თანამდებობას იკავებდა.
სევდია უგრეხელიძის შეფასებით კი, “მარგიშვილი მერიაში კორუფციის მამამთავარია” და ჯოკია ბოდოკიას საქმე ამ თვალსაზრისით მხოლოდ პირველი მერცხალია.
სევდია უგრეხელიძის განმარტებით, “კორუფციულ ქმედებებზე კურთხევის მიმცემი” თბილისის მერიაში მარგიშვილი იყო. მისივე თქმით, მარგიშვილს უკავშირდება უკანონო გათავისუფლებები მერიაში და ასევე გამონათქვამები ფეისბუქის გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრის მოადგილემ თბილისის საერთაშორისო ფორუმი გახსნა
შემდეგი სტატიასაბერძნეთმა ევროზონის ლიდერებს განსახორციელებელი რეფორმების სია წარუდგინა