საფრანგეთის პროკურატურამ კომპანია Germanwings-ის თვითმფრინავის ალპებში მომხდარი კატარსტროფის გამოძიებსი წინასწარი მასალები გამოაქვეყნა

საფრანგეთის პროკურატურამ კომპანია Germanwings-ის თვითმფრინავის ალპებში მომხდარი კატარსტროფის გამოძიებსი წინასწარი მასალები გამოაქვეყნა

საფრანგეთის პროკურატურამ კომპანია Germanwings-ის თვითმფრინავის ალპებში მომხდარი კატარსტროფის გამოძიებსი წინასწარი მასალები გამოაქვეყნასაფრანგეთის პროკურატურამ კომპანია Germanwings-ის თვითმფრინავის ალპებში მომხდარი კატარსტროფის გამოძიებსი წინასწარი მასალები გამოაქვეყნა.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ბრალს ვის წაუყენებენ.
მარსელის პროკურორის ბრის რობენის განცხადებით, გამოძიებას არა აქვს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე მფრინავმა ანდრეას ლიუბეცმა, რომელიც თვითმფრინავის მართვის პულტთან მარტო იჯდა, გამიზნულად გაანადგურა თვითმფრინავი.
Germanwings-მა და ლუფთჰანზამ მანამდე განაცხადეს, რომ 27 წლის ლიუბეცმა ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაიტარა რაც საჭიროა ფრენის ნებართვის ასაღებად.
ლუფთჰანზამ ასევე აღიარა, რომ იცოდა მფრინავის ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებ 2009 წელს, როცა მფრინავი ლიცენეზიის ასაღებად მზადებას გადიოდა.
პროკურორის თქმით, ექიმებმა, რომელთანაც გადიოდა ლუბეცი მკურნალობას, იცოდნენ იმის შესახებ, რომ მას არ შეეძლო თვითმფრინავის მართვა, მაგრამ არაფერი თქვეს გერმანიაში არსებული კანონის შესაბამისად, რომელიც ექიმს კონფიდენციალურობას ავალდებულებს.
რობენმა ასევე განაცხადა, რომ გამოძიება იკვლევს როგორ შეიძლება კვალიფიცირდეს ექიმების და დამსაქმებლების მოქმედებები.
ფრანგი პროკურორის თქმით, მეორე პილოტს კატასტროფამდე ერთი თვით ადრე 7 ექიმთან ჰქონდა ვიზიტი. ორი დღით ადრე კი თვალის ექიმს უთხრა, რომ მხოლოდ 2 საათი ძინავს და დაბრმავების ეშინია.
24 მარტს კომპანია Germanwings -ის თვითმფრინავმა, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფში მიფრინავდა, საფრანგეთის ალპებში განიცადა კატასტროფა. ბორტზე 150 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის ეკიპაჟის 6 წევრი.
გამოძიების ვერსიით, მეორე პილოტმა ანდრეას ლუბეცმა, რომელიც მარტო დარჩა კაბინაში, გამიზნულად დააჯახა თვითმფრინავი ალპებს.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე რონდელი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაფრანგეთი: სასამართლომ სტროს-კანს სუტინიორობა ვერ დაუმტკიცა