„სასამართლოში მიმდინარე პროცესმა არანაირი გავლენა არ უნდა მოახდინოს ტელეკომპანიის მუშაობაზე”

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

„სასამართლოში მიმდინარე პროცესმა, არანაირი გავლენა არ უნდა მოახდინოს ტელეკომპანიის მუშაობაზე და მედიის თავისუფლების ხარისხი მაქსიმალურად უნდა იყოს გარანტირებული,“ – ასე ეხმაურება სახალხო დამცველი რუსთავი 2-თან დაკავშირებულ მოვლენებს.

სახალხო დამცველის აპარატი გაუწევს მონიტორინგს რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ პროცესებს.

“ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად ვნახავთ, შევისწავლით და შეიძლება განცხადებაც გავაკეთოთ. კითხვის ნიშნები ნებისმიერ შემთხვევაში ჩნდება. როდესაც მედიის თავისუფლებაზეა საუბარი ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს კითხვის ნიშნები მოიხსნას. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ გავეცნოთ გადაწყვეტილებას და შესაბამისად ვიმოქმედებთ,” – განაცხდა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს პრეზიდენტისთვის ეს თემა არის უაღრესად მნიშვნელოვანი”
შემდეგი სტატია“ეს არის თვითმკვლელობა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის,”- ელენე ხოშტარია “რუსთავი 2-ზე” საუბრობს