“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ავალდებულებს მოსამართლეს, გამათავისუფლოს”

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე, მისთვის წაყენებული მეორე ბრალის, ცრუ დასმენის საქმის განმხილველი მოსამართლისგან, მისი გათავისუფლების გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვს.

სხდომაზე, სადაც საქალაქო სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, გიორგი ოქროპირიძის გათავისუფლების შესახებ, ადვოკატის შუამდგომლობას განიხილავს, ოქროპირიძემ მოსამართლეს მიმართა.

“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსამართლეს ავალდებულებს, რომ გამათავისუფლოს”, – აღნიშნა ოქროპირიძემ.

სხდომაზე ბრალდებული, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ, კოლეგა მოსამართლის შეურაცხმყოფელად მოხსენიების გამო გააფრთხილა და აღნიშნა, რომ ფაქტის განმეორების შემთხვევაში მას დარბაზიდან გააძევებენ.

banner
წინა სტატიაშისასამართლო ბიძინა ივანიშვილის, ვოლსკის, მეჭიაურის და სხვების დღის წესრიგით მოქმედებს
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია – ჩვენ ვიწყებთ იმ ბრძოლას, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებით დასრულდება