საგარეო უწყება რუსეთის მიერ ხელშეკრულების გაუქმების გადაწყვეტილებას არაჰუმანურობად აფასებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შორის 1996 წლის 19 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმება არაჰუმანური აქტის გამოვლინებაა.

კერელისიძის განმარტებით, რუსეთი ჩვეულ ქმედებებს აგრძელებს.

“რუსეთის ქმედების შესახებ ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ერთი რამ შემიძლია გითხრათ, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ფორმით შეიძლება შენი აგრესია გაავრცელო სხვა ქვეყნების მიმართ, ეს იქნება საომარი მოქმედებები, ხელშეკრულებების გაწყვეტა, ადამიანების დაკავება, თუ სხვა. ეს არის ისევ ის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი წლების მანძილზე ატარებს. ეს არის აგრესიული პოლიტიკა, ამ შემთხვევაში, ეს არის არაჰუმანური გამოვლინება”, – განაცხადა კერესელიძემ.

მისივე თქმით, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ რუსეთს შესაძლოა ეს ნაბიჯი გადაედგა იმ პრიობებში, როდესაც მას ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული.

შეგახსენებთ, რუსეთი აპირებს საქართველოსთან შეთანხმების გაწყვეტას იმ პირების გადაცემის შესახებ, რომლებიც უკვე გასამართლებულები არიან, მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა და იხდიან სასჯელს. აღნიშნული შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის 1996 წლის 19 მარტს გაფორმდა. შეთანხმების გაუქმების ინიციატივა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის, რომელსაც, ასევე, ეთანხმება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და უზენაესი სასამართლო.

რუსეთის მთავრობამ უკვე დაუჭირა მხარი დადგენილებას, რომლითაც პრეზიდენტს მიმართავს წინადადებით, გადაწყვეტილება ქართულ მხარეს აცნობოს.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე შალამბერიძის სხოვნას პარლამენტარებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი
შემდეგი სტატია“ფარულ მოსმენებზე” ომბუდსმენის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო