საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ დიპლომატიურ ბრძოლას აძლიერებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ დიპლომატიურ ბრძოლას აძლიერებს.

დიპლომატიური კორპუსისა და თამარ ბერუჩაშვილის შეხვედრა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. ელჩების უწყებაში მიწვევის მიზეზი მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის გუშინ გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება იყო. საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ დიპლომატიურ ბრძოლას აძლიერებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურება არაღიარების პოლიტიკის კონტექსტში. საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ ეს ე.წ. ხელშეკრულება არღვევს საერთაშორისო ნორმებს და ეს არის პირდაპირ  საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა,“  – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

რიჩარდ ნორლანდმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა ვაშინგტონის პოზიცია, რომ აშშ გაფორმებული დოკუმენტის ლეგიტიმურობას არ სცნობს.

ელჩი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს ნაკისრ ვალდებულებებს.

მკაცრ პოზიციას აფიქსირებს 18 მარტს მოსკოვში გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში.

ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლის თქმით, საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, რაც რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების უპატივცემულობის მაგალითია.

banner
წინა სტატიაშიგენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი
შემდეგი სტატიაზუგდიდში გამართული აქცია მშვიდობიანად დასრულდა