რიყე-ნარიყალას საბაგირო 10 დღით მგზავრების მომსახურებას შეაჩერებს

რიყის პარკისა და ნარიყალას ციხე-სიმაგრის ერთმანეთთან დამაკავშირებელი საბაგირო გზა გეგმური შემოწმების გამო, 10-დან 20 სექტემბრამდე მგზავრების მომსახურებას შეაჩერებს.
როგორც “თაიმერს” თბილისის მერიიდან აცნობეს, მგზავრების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საბაგიროს სისტემატურად უტარდება ტექნიკური დათვალიერება.
“რიყის პარკისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა 2012 წლიდან ფუნქციონირებს და დღეში საშუალოდ 2 500 მგზავრს ემსახურება. ის საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აშენდა და სისტემატური შემოწმება უსაფრთხოების ნორმის დასაცავად ერთ-ერთი მთავარი პირობაა”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ 1 კგ-ზე მეტი თხევადი კოკაინი და 1 კგ და 220 გრამი კოკაინის ფხვნილი ამოიღო
შემდეგი სტატიაქორწინების სახლთან ტრაილერი ამობრუნდა