,,რა იქნება მომავალში, წლების შემდეგ ამაზე ახლა ლაპარაკი არასერიოზულია”

პრეზიდენტთან შეხვედრები და კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება

,,მე ვიტყოდი რომ აქტიური პოლიტიკიდან კიდევ უფრო აქტიურ პროცესში გადავინაცვალე”- ამის შესახებ ახალი მემარჯვენეების უკვე  ყოფილმა თავმჯდომარემ და პრეზიდენტის ახალმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

კითხვაზე სამომავლოდ აპირებს თუ არა დაუბრუნდეს აქტიურ პოლიტიკას, ჩიხრაძემ შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა: ,,რა იქნება მომავალში, წლების შემდეგ ამაზე ახლა ლაპარაკი არასერიოზულია”.

რაც შეეხება ,,ახალი მემარჯვენეების” ახალ თავმჯდომარეს ჩიხრაძის თქმით იგი პარტიის ცხოვრებაში აღარ ერევა, ხოლო ახალი თავმჯდომარე სავარაუდოდ რიგგარეშე სხდომაზე იქნება არჩეული.

 

 

banner
წინა სტატიაში“თაიმერის” მიერ გავცელებულ სკანდალურ ვიდეომასალაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაახალი კორიდორი აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და შავი ზღვის ტერიტორიაზე გავა