რამპმა მაკკეინის სამხედრო დამსახურებები ეჭვქვეშ დააყენა

რამპმა მაკკეინის სამხედრო დამსახურებები ეჭვქვეშ დააყენა

რამპმა მაკკეინის სამხედრო დამსახურებები ეჭვქვეშ დააყენაამერიკელმა მილიარდელმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა მეორე კანდიდატის სენატორ ჯონ მაკკეინის სამხედრო დამსახურებები ეჭვქვეშ დააყენა.

მან კერძოდ თქვა, რომ მაკკეინი გმირად ითვლება მხოლოდ იმიტომ, რომ ვიეტნამის ომის დროს ტყვედ იყო ჩავარდნილი. “მაგრამ მე ისინი უფრო მომწონს, ვინც ტყვედ არ ჩავარდნილან” – დაამატა მან და მაკკეინს წარუმატებელი უწოდა 2008 წელს წინასაარჩევნო კომპანიაში დამარცხების გამო.

ტრამპის ამ გამონათქვამებმმა რესპუბლიკელებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რომელსაც ეკუთვნის როგორც მაკკეინი, ასევე ტრამპი და მილიარდელისგან დაუყოვნებლივ ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

ვიეტნამის ომის დროს ჯონ მაკკეინი აშშ-ს სამხედრო ძალებში მფრინავ-გამანადრურებელს მარტავდა. ის 5 წელი იყო ტყვეობაში მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი ჩამოვარდა.
ტრამპის გამონათქვამები უკვე მერამდენე სკანდალს იწვევს. ადრე მან განაცხადა, რომ მექსიკადან აშშ-ში მოძალადეები მოდიან, რაც მას ენ-ბი-სისთან კონტრაქტის გაწყვეტა დაუჯდა. არხი უკვე აღარ გაუშვებს “მისს აშშ”-ს და “მის სამყაროს” საკუთარ ეთერში, რომლის ექსკლუზივი ტრამპს ეკუთვნის.

banner
წინა სტატიაშიპუტინი ამერიკული დაზვერვის სამსახურების ობიექტში
შემდეგი სტატია,,აწუხებს თუ არა აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებას სინდისის ქეჯნა მუდმივ სიჩუმეზე?,,