პუტინის პარტიამ კალინინგრადში არჩევნები პირწმინდად წააგო

კალინინგრადის ოლქის ქალაქ ბალტიისკში გუშინ გამართულ ადგილობრივ საქალაქო საბჭოს არჩევნებში, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მმართველმა პარტიამ ,,ედინნაია როსიამ,, ვერც ერთი მანდატი ვერ მიიღო.

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქალაქო საბჭოში 15 ადგილიდან – 12 მანდატი საინიციატივო ჯგუფების მიერ თვითწამოყენებულმა კანდიდატებმა მიიღეს… ხოლო თითო მანდატი პარტია ,,პატრიოტი როსიამ,, რუსეთის ,,კომუნისტურმა პარტიამ,, და ,,სპრავედლივაია როსისას,, კანდიდატებმა მიიღეს. პუტინურ ,,ედინაია როსიას,, არც ერთი მანდატი არ ერგო.

კალინინგრადელი ,,პატრიოტი როსიის,, ლიდერის მიხეილ ჩესალინის განცხადებით, საარჩევნო კამპანია თავიდანვე სკანდალებით და დაღღვევებით მიდიოდა, რაც არასასურველი პარტიის კანდიდატებისათვის, თითიდან გამოწოვილი საბაბებით რეგისტრაციის გაუქმებით მთავრდებოდა. თუმცა ამის მიუხედავად მმართველმა პარტიამ ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო, აცხადებს ,,რადიო სვობოდა,,

banner
წინა სტატიაში26 მაისს სასწრაფო დახმარების მანქანები რუსთაველის გამზირზე იქნებიან მობილიზებულები
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის თქმით, სამართალდამცავები მის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ