პოროშენკომ ნაციონალური პოლიციის შექმნის შესახებ კანონს მოაწერა ხელი

პოროშენკომ ნაციონალური პოლიციის შექმნის შესახებ კანონს მოაწერა ხელი

პოროშენკო სამხედრო საბჭოს იწვევსუკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ ნაციონალური პოლიციის შესახებ კანონს მოაწერა ხელი, რომელიც არსებულ პოლიციას შეცვლის – ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ტვიტერზე.

უმაღლესმა რადამ კანონი პოლიციის შესახებ 2 ივლისს მიიღო. დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ პოლიცია ადამიანის უფლებებს და თავისუფლებას იცავს, ებრძვის დანაშაულებს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
პოლიციელებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ეკრძალებათ პირადი აზრის გამოთქმა პოლიტიკური პარტიების საქმიანობის ირგვლივ, ასევე გამოიყენონ უფლებამოსილებები პოლიტიკური მიზნებისთვის.
პოლიცია სტუქტრულად შს სამინისტროს დაქვემდებარებაში შევა.
საპატრულო პოლიციის პირველი ნაკადი რადას მიერ კანონის მიღების შემდეგ, ივლისის დასაწყისში ამუშავდა.
როგორც მაშინ შს მინისტრის მოადგილემ ეკატერინე ზღულაძემ განაცხადა, პატრული სატესტო რეჟიმში მუშაობდა.

პოროშენკომ საპატრულო რეფორმას ყველაზე მასშტაბური უწოდა.
ნაციონალურ პოლიციაში საპატრულოს გარდა კრიმინალური და სოციალური, დაცვის და განსაკუთრებული შემთხვევების პოლიცია შევა.

banner
წინა სტატიაშისოხუმის N10 სკოლა – დირექციის გათავისუფლება გადაწყვეტილია
შემდეგი სტატიასოციალური ქსელი “ВКонтакте” მსოფლიოში გაითიშა