ოლიმპიური ცეცხლი ჩოხატაურში ჩაიტანეს

ოლიმპიური ცეცხლი სამტრედიიდან ჩოხატაურში ჩაიტანეს. ოლიმპიურ ცეცხლს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გურიის მხარეში გია სალუქვაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, საჯარო მოხელეები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.
ოლიმპიური ჩირაღდანი მუნიციპალიტეტში ყოფილმა მორაგბემ, ჩოხატაურელმა დიმიტრი ცინცაძემ შეიტანა.
ოლიმპიური ცეცხლის დახვედრის ცერემონიალის შემდეგ გია სალუქვაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საკათედრო ტაძარში, 13 ივნისს, თბილისში სტიქიის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილი – დღეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება დაირღვა
შემდეგი სტატიანატო უკრაინას საჰაერო სივრცის კონტროლში დაეხმარება