ოლიმპიური სოფელი პირველ სტუმრებს ხვალიდან მიიღებს

ოლიმპიური სოფელი პირველ სტუმრებს ხვალიდან მიიღებს. როგორც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანმა ოლიმპიური სოფლის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველანაირი სამზადისი დასრულებულია და საორგანიზაციო კომიტეტი მოლოდინის რეჟიმშია.
“დღეს გაიხსნა ოლიმპიური სოფელი. ყველა ერთად ვხედავთ, რომ სოფელი მზადაა. ხვალიდან უკვე ვიღებთ პირველ სტუმრებს. ვფიქრობ, პირველი შთაბეჭდილება მათი განთავსებიდანვე დაიწყება. ეჭვიც არ მეპარება, რომ ის დავალება, რაც ჰქონდა საორგანიზაციო კომიტეტს მიღებული, რომ უნდა იყოს ყველაზე გამორჩეული საუკეთესო ოლიმპიური ფესტივალი ამ ფესტივალებს შორის, ყველაფერია მზად იმისათვის, რომ ეს შეფასება ჩვენ მივიღოთ. ყველანაირი სამზადისი დასრულებულია. საორგანიზაციო კომიტეტი 100 %-ით გადასულია მოლოდინის რეჟიმში”, – აღნიშნა ალექსი ახვლედიანმა.
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიური სოფელი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. პრემიერმა ოლიმპიური სოფლის მერის პოსტზე ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიკახი მამულაშვილი – გავითავისე დანაშაული, რომელიც ჩემი უგუნური ქმედებით ჩავიდინე
შემდეგი სტატიათურქეთში სისხლიანი ტერაქტი მოხდა… მოკლულია 30-მდე ადამიანი!!!