ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტმა რუსეთთან სამართლებრივი თანამშრომლობის რატიფიცირება მოახდინა

http://www.bbc.co.uk/russian/society/2015/03/150324_russia_sobering_stations

როგორც ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეპუტატები მიიჩნევენ, შეთანხმების რეალიზება ხელს შეუწყობს დანაშაულთან გაცილებით ეფექტურ ბრძოლას.

აღნიშნულ ე.წ. დოკუმენტს ხელი გასული წლის ოქტომბერში მოეწერა. შეთანხმება ისეთი ტიპის თანამშრომლობას ითვალისწინებს, რომელიც ხელს შეუწყობს დანაშაულთან ეფექტურ ბრძოლას, როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ისე რუსეთში.

დოკუმენტი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, საერთაშორისო-სამართლებრივი ბაზის გაძლიერებას და სამართლის სფეროში რუსეთისა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს, რუსეთის პრეზიდენტმა რატიფიცირებისთვის სათათბიროში 3 ოქტომბერს წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი – დღეს არის მთელი ერის ზეიმი
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: “მნიშვნელოვანია ის შედეგები, რომელსაც ჩვენ ამ ფორუმიდან ველოდებით