ოთარ დანელია – პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრების საკითხი ბევრ რამეზეა დამოკიდებული

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, მისი პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლაზე დასწრების საკითხი “ბევრ რამეზეა დამოკიდებული”, – ასე უპასუხა ოთარ დანელიამ შეკითხვას, დაესწრება თუ არა ის, პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოს წინაშე, რომელიც 31 მარტსაა დაგეგმილი.
“ბევრ რამეზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, ჯერ დიდი დროა დარჩენილი. ამიტომ, ვნახოთ. შესაბამისად, ბევრ რამეზეა დამოკიდებული, გვეცლება თუ არა, როგორ ჩამოვყალიბდებით და ა. შ. ამიტომ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას”, – განაცხადა დანელიამ.
კითხვაზე, ხომ არ დაწყებულა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მინისტრებს შორის, დანელია მიიჩნევს, რომ აქ საკონსულტაციო არაფერია.
“მე მგონი, აქ დიდი საკონსულტაციო არაფერია. არ არის ეს რაღაც განსაკუთრებული საკითხი, ამიტომ, მე ამ თემას ძალიან მარტივად ვუყურებ”, – განაცხადა დანელიამ.

banner
წინა სტატიაშიქართული ბატალიონი ავღანეთში გააცილეს
შემდეგი სტატიაოთარ დანელია მთავრობის გადაყენების საკითხს სერიოზულად არ მიიჩნევს