მტკვარში რამდენიმე ცხოველის ნეშტს მიაგნეს

www.timer. ge ფოტორეპორტაჟი

მაშველებმა მტკვარში რამდენიმე ცხოველის ნეშტს მიაგნეს, თუმცა რა ტიპის ცხოველზეა საუბარი, ამ ეტაპზე გაურკევველია.

არ გამოირიცხება, რომ ერთ-ერთი მათგანი დათვიც იყოს.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის განცხადებით, ცხოველების იდენტიფიცირება ამ ეტაპზე რთული იქნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ქაწაშვილის თქმით, გრძელდება სამძებრო სამუშაოები ქვემო ქართლის რეგიონში წითელ ხიდამდე.

მასშტაბური გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს დილიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის სიახლოვეს.

მერიის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე მობილიზებულია 30 ერთეული მძიმე ტექნიკა.

სანაპიროზე იმყოფებიან დაკარგულების ოჯახის წევრებიც.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: თვეში 3-4 ათასი მეყოფა…
შემდეგი სტატიაbiletebi.ge-ზე ბილეთების შეძენის მსურველთა რიგია