მთავრობა საელჩოებს ყალბი ინფორმაციის გავრცელებას აიძულებს – დიპლომატთა კლუბი+ვიდეო

მთავრობა საელჩოებს ყალბი ინფორმაციის გავრცელებას აიძულებს - დიპლომატთა კლუბი

მთავრობა საელჩოებს ყალბი ინფორმაციის გავრცელებას აიძულებს - დიპლომატთა კლუბიდიპლომატთა კლუბმა დღეს ის დოკუმენტები გაასაჯაროვა, რომლებიც საქართველოს საელჩოებიდან დასავლელ პარტნიორებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაეგზავნათ.

ყოფილ დიპლომატებს მიაჩნიათ, რომ ყალბი დოკუმენტაციის გავრცელებას ელჩებს მთავრობა აიძულებს.

დიპლომატთა კლუბმა დღეს ის გზავნილიც გააკრიტიკა, რომელიც ქართული ოცნების ფრაქციის სახელით ევროპის სახალხო პარტიას გაეგზავნა.

დასავლელი პარტნიორების აზრის გათვალისწინებას, რომ არ გეგმავს, ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე განაცხადა. პრემიერისთვის რუსთავი 2 -ის, როგორც დამოუკიდებელი ტელეკომპანიის შეზღუდვის შესახებ ბოლო დღეებში არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ უცხოური ავტორიტეტული მედიასაშუალებების მიერ გაკეთებული განცხადება მიუღებელია.

მმართველი გუნდის წევრებმა კი ევროპარლამენტარები გააკრიტიკეს.

დასავლელ პარტნიორებთან მსგავსი გზავნილები საპარლამენტო უმცირესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ოპოზიცია საგრეო უწყებისგან განმარტებებს ითხოვს.

https://youtu.be/44-rPagxe_I

banner
წინა სტატიაშიპეტრე ციკარიშვილი:”შანტაჟი, თვალთვალი, უკანონო მოსმენები, ეს რომ ქოცური ცხოვრების წესია”
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე:”ჩვენი წამოსვლის მიმართ არსებულ კითხვათა ნაწილს მაინც გაეცა პასუხი”