მზია წერეთელს დღევანდელი მთავრობის მსგავსი უნიათო მთავრობა, 30-იანი წლებიდან მოყოლებული, არ უნახავს–მიხეილ სააკაშვილი

ბებიაჩემი მზია წერეთელი

150601181545_saakashvili_bbc_interview_624x351_bbcსაქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, მის ბებიას, მზია წერეთელს დღევანდელი მთავრობის მსგავსი უნიათო მთავრობა, 30-იანი წლებიდან მოყოლებული, არ უნახავს.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი ასაკის არ უნდა იყო ადამიანი, რომ ამ მთავრობის უნიათობა და არაკომპეტენტურობა ვერ შეამჩნიო.

„ბებიაჩემი მზია წერეთელი, რომლის ხსენებაც მიყვარს ხოლმე ინტერვიუებში, ამას წინათ მეუბნებოდა, რომ ამდენი მთავრობა მყავს ნანახიო, მართლაც, 30-იანი წლების შემდეგ ყველა მთავრობა ახსოვს, მაგრამ ასეთი უნიათო მთავრობა არ მინახავსო. ყველანაირი მთავრობა მახსოვს ბოროტი, საზიზღარი, სუსტი, უფრო ძლიერიო, მაგრამ ასეთი უნიათო არსად მახსოვსო.

მე მგონი, დიდი ასაკის არ უნდა იყო, რომ მიხვდე, ეს ასეა – უნიათობა და არაკომპეტენტურობა.

ჩვენ ისეთი სისტემა შევქმენით, იმდენად მწყობრი სახელმწიფო ინსტიტუტები შევქმენით, რომ რაღაც პერიოდი ინერციით ესენიც მართავდნენ.

როგორც „ზაპროჟეცის“ მძღოლი ვერ გახდება უცებ „ფორმულა ორის“ მძღოლი, ამას უნდა რაღაც კვალიფიკაცია, ცოდნა, უფრო სხვა რეაქციები, ზუსტად ასევე, ეს ხალხი აწყობილ სისტემას დიდხანს ვერ მართავს“,- განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი ივანიშვილზე: უნიჭო, ოროსანი, კომპლექსიანი, ბოღმა ადამიანი
შემდეგი სტატიაივანიშვილი აგებს პასუხს, ბოლო ცენტებს ვუპოვი და ხალხს დავუბრუნებ