კოტე თოლორდავას სამშობლოში ხუთშაბათს გადმოასვენებენ

კოტე თოლორდავას საქართველოში ხუთშაბათს გადმოასვენებენ. ოჯახის გადაწყვეტილებით, მსახიობს კვირას დაკრძალავენ.

ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა მოსკოვში. მისი გარდაცვალების მიზეზი სწორედ გადმოსვენების შემდეგ გახდება ცნობილი.

კოტე თოლორდავა ორი დღის წინ მოსკოვში გარდაიცვალა, სადაც ის ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. თოლორდავა თბილისში მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი იყო.

მას არაერთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. ყველაზე ცნობილი როლი კი მსახიობმა სერიალში ჩემი ცოლის დაქალები შეასრულა.

banner
წინა სტატიაში“ჰილარი კლინტონი არაჩვეულებრივი პრეზიდენტი იქნება” – ბარაკ ობამა
შემდეგი სტატიასამი ქვეყნის საგარეო უწყების პირველი პირი ქართველ კოლეგას შეხვდა