კახა კალაძე: ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის, საუბარია დამატებით მოცულობაზე

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს აზერბაიჯანთან და კომპანია “სოკართან” თანამშრომლობის გაგარძელებას, მომავალშიც აპირებს.

კალაძის თქმით, აზერბაიჯანის ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის. მისი თქმით, საუბარია იმაზე, რომ ქვეყანას დამატებითი მოცულობის გაზი სჭირდება.

“ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის, საუბარია დამატებით მოცულობაზე, რომელიც დღეს ქვეყანას და ბაზარს სჭირდება, მაშინ მე ვსვამ კითხვას, რატომ იყო წლების განმავლობაში დამატებითი მოცულობების შემოტანა რუსეთიდან თუ ჩვენ გვქონდა იმისა საშუალება, რომ გვესარგებლა იმ ბუნებრივი აირით, რომელზეც არის საუბარი. გაბანკროტებული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური ფიგურები ცდილობენ, რომ ეს წარმოაჩინონ რაღაც პრობლემად, თითქოს საქართველო ცდილობს აზერბაიჯანის ჩანაცვლებას, ეს ძალიან დიდი სიცრუეა. ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, ეს თანამშრომლობა გრძელდება და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება”,- განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“დაინტერესებული ვართ დემოკრტარიული პროცესის შენარჩუნებით თქვენს ქვეყანაში, ასევე, სასამართლო პროცესის გამჭვირვალედ და სამართლიანად წარმართვით”
შემდეგი სტატიასაკორინთლოს განაპირას შეიარაღებულმა პირებმა სამი ადგილობრივი დააკავეს