თინა ხიდაშელი–ჩემი ვალია, ჩემი ქვეყანა ყველა შესაძლო ძალით დავიცვა!+ვიდეო

თინათინ ხიდაშელის ინტერვიუ გამცემა “Настоящее Время”-სთან

“Настоящее Время”: – საქართველოსა და თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის საზღვრები საქართველოს სასარგებლოდ არ „მოძრაობს“. საქართველო თავისი მიწის ნაწილებს კარგავს. ამის მოთმენას რამდენ ხანს აპირებთ?
თინათინ ხიდაშელი: ახალი არაფერი ხდება. სამწუხაროდ, რუსეთმა „სამხრეთ ოსეთის“ „საზღვრები“ ჯერ კიდევ 2008 წლის ოქტომბერში მონიშნა. შემდეგ კი, – 2009 წლის აპრილში. მაშინ მკაფიოდ და სახალხოდ ამბობდა, რომ ამ ტერიტორიებით განისაზღვრება ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიწები. 2009 წლიდან ამ ტერიტორიებზე სხვადასხვა პროცესი მიმდინარეობს. ცხადია, ეს ცუდია, რადგან ოკუპაციის ნაწილია, მაგრამ მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არც დღეს, არც გუშინ და არც ოკუპაციის გასული 7 წლის მანძილზე, ახალი არაფერი ხდება. თუკი პროვოკაციების კალენდარს შევხედავთ, იქ ყველაფერს წაიკითხავთ. რესურსების გააქტიურება, მაგალითად, საზღვარზე ბანერების ჩარჭობა მაშინ იწყებენ, როცა საქართველოსთვის საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი რამ ხდება, მაგრამ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე მაინც თანმიმდევრულად და მტკიცედ მიაბიჯებს.
“Настоящее Время”: – როდის დადგება ის მომენტი, როცა საქართველო იტყვის „მორჩა, საპასუხო დარტყმაზე გადავდივარ“?
თინათინ ხიდაშელი: – საქართველოს თავდაცვის მინისტრები ასეთ მოიმენტებზე არ საუბრობენ. თუკი ჩვენ ვიტყვით, რომ ასეთი მომენტები არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ომს ვიწყებთ. რუსი ჯარისკაცები საქართველოს „საზღვრებს“ საკუთარი ხელით დააბრუნებენ იმ ადგილზე, რომელსაც 1992 წელს დავემშვიდობეთ. ჩვენ ომს არ ვაპირებთ. ჩვენი მიზანია, რომ საქართელოში ომი არ დავუშვათ. ყველაზე მთავარია: ადამიანები იმის გამო არ კვდებოდნენ, რომ პოლიტიკოსებმა ლაპარაკი არ იციან. როცა საქმე რუსეთთან გაქვს, პარტნიორთან, რომლის მოქმედებებს აბსოლუტურად ვერ განსაზღვრავ და არ იცი, ხვალ როგორ მოიქცევა, მისგან ყველაფერი მოსალოდნელია. ზუსტად ამითაა საქართველოს სახელმწიფო დაკავებული – ყველაფრისთვის ემზადება. ჩემი ასაკის დედები (42 წლის ვარ), რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ ჩვენი სახელმწიფოსთვის მთავარი იმედია. იმ დღეს, როცა დედა, რომელსაც ორი შვილი ყავს, აფხაზეთში, ან გუდაუთაში მათ მომავალზე დაფიქრდება, იფიქრებს, რომ მისი შვილისთვის უკეთესი მომავალი საქართველოშია და ზუსტად მაშინ გადაწყდება ეს კონფლიქტი. ჩვენ მშვიდბა გვინდა.
“Настоящее Время”: – საქართველოსთვის ნატო-ში შესვლა ძალიან მნიშვნელოვანია. არ გგონიათ, ჩრდილოატლანტიკური გაერთიანების წევრებს აშფოთებთ, რომ თუკი საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, რუსეთმა შესაძლოა, ომი დაიწყოს, რაც მთელი ალიანსის ჩათრევას გამოიწვევს?
თინათინ ხიდაშელი: – არ მგონია, რომ დღეს ვინმეს რუსეთთან დაკავშირებით ილუზია ქონდეს. არ მგონია, დღეს ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთი ჩვენი პარტნიორია.
“Настоящее Время”: – ვინ დაგეხმარებათ, რომ ამ დიდ ქვეყანას ეომოთ?
თინათინ ხიდაშელი: – ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ისევე, როგორვც უკრაინელები იცავენ საკუთარ სამშობლოს. ჩემი ვალია, ჩემი ქვეყანა ყველა შესაძლო ძალებით დავიცვა!
Настоящее Время”: – თქვენი მეუღლე პარლამენტის სპიკერია. შინ საუბრობთ პოლიტიკაზე?
თინათინ ხიდაშელი: – არასოდეს (იცინის). პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, რომ შინ, პრაქტიკულად, არასდროს ვარ. აქამდე ქუთისში ერთად ვცხოვრობდით. როცა სასწაული ხდება და ბავშვებთან ერთად ვიკრიბებით, პოლიტიკა კართან სრულდება.

https://youtu.be/6-R6LhCPSOQ

banner
წინა სტატიაში“ჩვენი ქალაქის და ქვეყნის პოპულარიზაცია მოხდა” – ნარმანია თბილისი 2015-ს აჯამებს
შემდეგი სტატიალეონიდ აგუტინმა და ანჟელიკა ვარუმმა სოხუმში კონცერტი გამართეს