თინა ხიდაშელი: თუ ხელისუფლების პრეტენზია გაქვს, ასეთი ტიპის სისულელეების პრევენცია გააკეთო

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება, სადაც „რუსთავი2“-ის დასაცავ სხვადასხვა მეთოდებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას და ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბარია ჩაწერილი.

მისი თქმით, ფარული მოსმენები წინა ხელისუფლების ხელწერაა.

„აბსოლუტურად არ გამკვირვებია. ეს სტილი და ცხოვრების წესია. მაგრამ, თუ სახელმწიფო ხარ და ხელისუფლების პრეტენზია გაქვს, მთავარი ამოცანაა პრევენცია გააკეთო ასეთი ტიპის სისულელეების,“ – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: ჩვენ არ ვგეგმავდით, არ ვგეგმავთ და არ დავგეგმავთ არანაირ ძალადობას
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: რევოლუციური სცენარების ეპოქა საქართველოში დამთავრდა (ვიდეო)