თინა ხიდაშელი ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან საქართველოსთან მიმართებაში საფრთხეს არ ელოდება

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საქართველოსთან მიმართებაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან საფრთხეს არ ელოდება.
როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს თურქეთის მიერ სახელმწიფოს საზღვრების გაძლიერების გადაწყვეტილების განუცხადა, ქართულ მხარეს რაიმე საფრთხეებთან დაკავშირებით მონაცემები არ აქვს.
“თქვენ იცით, რომ საქართველოს, როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანას, აქვს საფრთხეების დოკუმენტი. უმრავლეს შემთხვევაში ამ ტიპის საფრთხეებზე ძირითადი პასუხისმგებლობა მოდის არა თავდაცვის სამინისტროზე, არამედ უშიშროების სამსახურებსა და შს სამინისტროზე. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, მუდმივად მზადყოფნის რეჟიმში ვართ, რომ თუ საჭირო გახდა – დაწყებული ბუნებრივი კატასტროფით შექმნილი საფრთხეებიდან, დამთავრებული ასეთი ტიპის საფრთხეების მოლოდინით, დავეხმაროთ შესაბამის უწყებებს ამ საფრთხეების ნეიტრალიზებაში ან თავად ავიღოთ უკვე პასუხისმგებლობა იქ, სადაც თავდაცვის სამინისტრო ხდება მთავარი კომპონენტი. ჩვენ არ ველოდებით, რომ რაიმე განსაკუთრებული პრობლემები იქნება საქართველოში, ყოველ შემთხვევაში არ გვაქვს არანაირი მონაცემები აღნიშნულთან მიმართებაში. ტურისტული სეზონი ჩვენთან ძალიან კარგად მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და სტაბილურად განვითარდება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
როგორც ცნობილია თურქეთი “ისლამური სახელმწიფოდან” მომდინარე საფრთხეების გამო საკუთარ საზღვრებს გააძლიერებს, მათ შორის – საკურორტო ზონებში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: მომავალში ლარის სტაბილურ კურსთან გვექნება საქმე
შემდეგი სტატიაგიორგი გაბაშვილი: მოვუწოდებთ ივანიშვილს, ყურად იღოს ევროპარლამენტართა განცხადება და მსხერპლად ნუ შესწირავს საკუთარ ინტერესს საქართველოს მომავალს