თენგიზ ფხალაძე – რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მორიგი ხელშეკრულების გაუქმება არ უნდა გვიკვირდეს

სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები

როდესაც იდგმება გაცილებით საშიში ნაბიჯები ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მისამართით, რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მორიგი ხელშეკრულების გაუქმება არ უნდა გვიკვირდეს, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებს იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, რუსეთი აპირებს საქართველოსთან შეთანხმების გაწყვეტას იმ პირების გადაცემის შესახებ, რომლებიც უკვე გასამართლებულები არიან, მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა და იხდიან სასჯელს.
“მე არ მგონია, იმ რეალობის შემდეგ, რაც ჩვენ ამდენი წელია, გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, ამ ხელშეკრულების გაუქმება უნდა გვიკვირდეს. მაშინ, როდესაც იდგმება გაცილებით უფრო საშიში ნაბიჯები ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის მისამართით, ამ ხელშეკრულების გაუქმება არ უნდა გვიკვირდეს. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო ფაქტია, ძალიან ცუდია, მაგრამ ეს ყველაფერი ჯდება იმ ერთიან პოზიციაში, რომელსაც რუსეთის ფედერაცია სამწუხაროდ ახორციელებს საქართველოსთან მიმართებაში”, – განაცხადა ფხალაძემ.
აღნიშნული შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის 1996 წლის 19 მარტს გაფორმდა. შეთანხმების გაუქმების ინიციატივა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ესკუთვნის, რომელსაც ასევე ეთანხმება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და უზენაესი სასამართლო.
რუსეთის მთავრობამ უკვე დაუჭირა მხარი დადგენილებას, რომლითაც პრეზიდენტს მიმართავს წინადადებით, ქართულ მხარეს აცნობოს.

banner
წინა სტატიაშისაჯარო რეესტრი სტიქიის ზონის აეროფოტო გადაღებას განახორციელებს
შემდეგი სტატიასაბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სამი დღის განმავლობაში საკონსულო მოსაკრებლის გადახდა არ მოუწევთ